“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ანონიმური წყაროსგან მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და ამის შესახებ 112-ს შეატყობინა.
“ახლა მადარდებს მხოლოდ მძევლების ამბავი, ამ წარმავალ ხელისუფლებას მხოლოდ ნაციონალებზე და კრიტიკულ მედიაზე აქვს სალაპარაკო, კობახიძემ რაც უნდა ილაპარაკოს, არ მადარდებს, სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, ან კობახიძის სისხლის სამართალთან შეხება ვინ გაიგონა, შსს-ს განცხადება კი ვერ გავიგე, რადგან ჟურნალისტი თავად, ასეთ დროს თვითცენზურას არ დაიწესებს, მისი ინსტინქტია ყველაფერი გადაიღოს, ასეა ყველგან, მსოფლიოში…
ამ ზარებთან დაკავშირებითაც ვიკითხე, რა ვქნათ, გადაწყვეტილება წამებში იყო მისაღები, ამ ადამიანის სიცოცხლეზე მე ვერ ავიღებდი პასუხსიმგებლობას; კაცი მირეკავს, მძევალი ვარო, მე კიდევ მის ვოლზე უნდა მერკვია, ყოფილი “ნაცია”, ყოფილი “ევსაქია” თუ ვინ არის?
აი ახლა, მე ანონიმურმა წყარომ მომაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არც ვიცი, გავუშვა ეთერში თუ არ გავუშვა, ამიტომ დავრეკე პირდაპირ 112-ში და გამოვიძახე პოლიცია, რომ ინფორმაცია მივაწოდო” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდში ამ წუთებშიც მიმდინაროებს სპეცოპერაცია, სადაც მძევლად რცება 16 ადამიანი.
აქვე აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში ნიკა გვარამიამ შსს-ს ერთხელაც მიმართავს. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მინისტრს მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ზუგდიდში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, პრობლემა მხოლოდ “მთავარი არხის” მუშაობაში დაინახა და დაიმუქრა.
ამ განცხადებამდე კი, ნიკა გვარამიამ განმარტა, როგორ და რა ფორმით დაუკავშირდნენ “მთავარ არხს” ბანკიდან თავდამსხმელი და მძევალი. ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა თავად გაავრცელა.
დღესვე, სპეცოპერაციის პარალელურად ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განცხადებები მედიაზე გააკეთა. “გლავნიკანალი” – ასე უწოდა გადაყენებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ “მთავარ არხს”.