რაც გონებაში გაქვთ, გარე სამყაროშიც იმას ხედავთ, იმას იზიდავთ”…

მთავარი საიდუმლო წარმატებისა, არც მეთოდებშია და არც წიგნებში, არამედ იმაში, თქვენ საკუთარ თავზე მუშაობთ, თუ არა. თქვენ თუ არ შეეცდებით, თავისთავად არაფერი გამოვა.

***

გარედან ადამიანის სამყაროს შეცვლა შეუძლებელია, მისი გადადნობა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება, თავად ადამიანის სურვილით, სწრაფვითა და რკინისებური ნებისყოფით.

***

ჩემი მოძღვარი ყოველთვის მეუბნებოდა: გამარჯვება გარდუვალია მაშინ, როცა დამარცხებას არცერთ შანსს არ დაუტოვებ. ყოველ ხიფათს გვერდს აუვლი და 100%-ით დაიზღვევ თავს. მთავარი გამარჯვება კი არ არის, დამარცხების ყველა შანსის აღმოფხვრაა! ეს უეჭველი გამარჯვებაა! როდესაც თქვენ მხოლოდ ტრიუმფზე ფიქრობთ, მარცხსა და შეცდომებს არ ითვალისწინებთ, მათი მომრავლება კი თქვენი გამარჯვების შანსს ამცირებს.

***

რაც გონებაში გაქვთ, იმას ხედავთ გარე სამყაროში, იმას იზიდავთ.

***

ადამიანი, თავისი უმოქმედობის, თავისი სიზარმაცის გასამართლებლად, ეძებს გარეგნულ მიზეზებს, დაადანაშაულებს ყველას და ყველაფერს და აუცილებლად მოძებნის თავისი წარუმატებლობის მოჩვენებით დამნაშავეს.

***

ყურადღებით მოუსმინეთ სულს, გულს და გონებას, თქვენ აუცილებლად გაიგონებთ დიდ შინაგან ხმას იმისას, ვინც შეგქმნათ… შექმენით, შეიყვარეთ, იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი, მდიდარი ყოვლმხრივ, ყველა და ყველაფერი თავად თქვენშია მოცემული!

***

როცა ძალდატანებით, ნებისყოფის დაძაბვით, იწვევთ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას, ხელოვნურად იმაღლებთ თვითშეფასებას, აღრმავებთ საკუთარი ძალების რწმენას, ყოველივე ეს რიკოშეტით აირეკლება თქვენს ყოველ უჯრედში, ყოველ თქვენს მოქმედებაზე, ქცევაზე და საქმიანობაზე.

განმეორებადი მოქმედება ჩვევაში გადადის, ყალიბდება ხასიათი, იქმნება ბედი. დღეს, საკუთარი თავის გუშინდელზე მეტი პატივისცემა, ხვალ ოდნავ განსხვავებულ ადამიანად გაქცევთ. ასე და ამგვარად ნელ-ნელა თქვენ გახდებით ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ და ნებისმიერ სიძნელეს უკვე სპორტული აზარტით გადალახავთ.

მირზაკარიმ ნორბეკოვი

სულელის გამოცდილება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: