“ღმერთო, როგორ გაუძლოს გულმა ამ ყველაფერს! უკიდურესად გაღატაკებული ხალხი, გაპარტახებული სოფლები, ფულის მოსახვეჭი დანიშნულების შენობებით დამახინჯებული ქალაქები, გაძარცული ქვეყანა, გაანადგურებული მიწა წყალი, გაჩეხილი ტყეები. მეორე მხარეს კი ხელისუფლებაში სამ-სამ ღაბაბიანი ქურდები, რომლებიც სვამენ და ღრეობენ. ამ ყველაფერს კი კმაყოფილებით უყურებს სულით და ხორცით მახინჯი არარაობა, რომლის ფულის ტომრებს ემსახურება მთავრობა, პოლიცია, სასამართლო, კრიმინალების მთელი არმია! ეს კაცი დათმობს რაიმეს? არასოდეს!!!
ასი წლის წინ ბოლშევიკებმა მოუსპეს საქართველოს მომავალი. დღეს მათზე უარესი ბანდიტები საბოლოოდ ანადგურებენ ქვეყანას”.-წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.