ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობიდან თავდამსხმელებმა ყველა მძევალი გამოიყვანეს.
ამ დროს ბანკში 30-მდე მომხმარებელი და 10-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ბანკში მყოფ პირებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვა.
პარალელურად, ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო და განგაშის ღილაკს ხელი დააჭირა. მალევე ზუგდიდის ცენტრში ათეულობით სამართალდამცველი გამოჩნდა.