კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის შარლ მიშელის  წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი  ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

შეხვედრას ასევე ესწრება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

ფორმულას ინფორმაციით,  შეხვედრაზე იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადალახა საპარლამენტო ბარიერი, გარდა ლეიბორისტული პარტიისა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შალვა ნათელაშვილი არ იმყოფება.

ამასთან ერთად, მოლაპარაკებებში ჩართულები არიან გირჩის და მოქალაქეების წევრებიც.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.

კრისტიან დანიელსონს საქართველოში 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა წასვლა ერთი დღით გადაიდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share