ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა: “ანტივაქსერებში შეიძლება სხვადასხვა ტიპის ადამიანები იყვნენ. ის ვინც რეალურად ანტივაქსერები არიან და ის ვინც გარკვეულწილად კონფრონტაციაში არიან ქვეყანასთან. ანტივაქსერებს მოვუწოდებ, რომ გადადონ თავიანთი მიმართულება ამ საკითხის მიმართ და ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ამით დაიცავენ საკუთარ თავს, ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას”.-განაცხადა ეზუგბაიამ.