ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, გუშინ, 14 მარტს მმართველ გუნდთან შეხვედრის წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.
“კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა. გითხარით, რომ გუშინ ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის და ხედავთ, რომ დღეს მას ესაუბრება და იმედია, შედგება მათ შორის შეთანხმება”, – აცხადებს პაპუაშვილი.