ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” ისაუბრა, “დავეთანხმები ქართულ ოცნებას, სავსე ხელებით წავიდა ბატონი ღარიბაშვილი, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ შერყეულა, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ერთგულმა მეგობრებმა, ევროკავშირს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში შარლ მიშელსა და მის წარმომადგენელს დანიელსონს, მათ თქვეს რომ ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან, ჩემი ოპტიმიზმი გაიზარდა ამ განცხადების შემდეგ”.-ისაუბრა ჯაფარიძემ.