“ვადამდელი არჩევნები? ეგეც აწყობთ 2023 წელს მხოლოდ, ანუ 120/30-ზე”

I. მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი საკითხი რაზეც ხელიუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმებიან ნიკა მელიას და გიორგი რურუას უკავშირდება.
1. ხელისუფლება თანახმაა მელია გაუშვას თუ გირაოს გადაიხდის და ეს ითქვა მარავალგზის;
2. მელიასთვის საკითხი პოლიტიკურია, რადგან მისთვის „გავრილოვის ღამის“ საქმეა თავად პოლიტიკური;
3. თუ ხელისუფლება მოძებნის სხვა მექანიზმის მელიას გამოსაშვებად ეს პირველ რიგში მელიას „ტერორისტობის“ საქმის დახურვაა, რაც არ აწყობს ხელისუფლებას, რადგანაც ბრალდებულ მელიას მუდამ წამოაძახებს, რომ ის კრიმინალია და მის წინაღმდეგ საქმეა აღძრული;
4. საქმის დახურვა ნიშნავს რომ „გავრილოვის ღამის“ საქმე იყო პოლიტიკური დევნისთვის „შეკერილი საქმე“, რაც დააზიანებს ხელისუფლებას და ეს იქნება მისი მხრიდან ირიბი აღიარება, რომ მელია პოლიტპატიმარია;
5. აქ კონსესუსი შესაძლებელია იყოს მართლაც გირაოს გადახდა, შემდეგი პირობით:
ა) „გავრილოვის ღამის“ საქმე შეწყდეს მოგვიანებით; (რისკი დიდიან რომ არ შეწყდება);
ბ) სანაცვლოდ სხვა საკითხზე გარიგება რაზეც უარს ამბობს – თავს იკავებს ხელისუფლება;
რურუას საკითხი:
– რეალურად შეწყალება ეს სულაც არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ან თუნდაც კობახიძის სურვილზე დამოკიდებული – გადაწყვეტილებას „მთაწმიდის საძმო“ იღებს და ეს იცის მთელმა თბილისმა. რატომ? ესეც ყველამ იცის – ხელისუფლება ვალშია ამ საძმოს წინაშე. სხვათა შოროს პრეზიდენტიც, რომელმაც თავის დროზე როგორ მოუგო არჩევნები ნიკა რურუას მთაწმინდაზე ეგეც ყველამ იცის.
II. ხელისუფლება ასევე წინააღმდეგია თამარ ჟვანიას შეცვლის და აქაც. შულერობს, როცა ამბობს რომ იგეგმება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება
III. მართლმსაჯულების მიმართულებითაც საუბარია ცალკეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და არანაირი ფუნდამეტური ცვლილებები ნავარაუდევიც კი არ არის
IV. საარჩევნო კანომდებლობა ვიღაცისთვის ყველაზე ადვილი თემაა თითქოს, მაგრამ აქ კანონზე მეტად საქმე მის აღსრულებაშია. ისევე როგორც პოლიტიკური ნებაა პირველ რიგში არჩევნების სამართლიანად გამართვის საკითხი და არა კანონი. როგორი კარგიც არ უნდა იყოს კანონი, აზრს კარგავს თუ კომისსის წევრებს იძულებით ან ანგარებით მოწერინებენ ოქმებზე ხელს.
V. პლბისციტზე რეალურად თანახმანი არიან, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში უნდა თქვან – ანუ შეიქმნას დათმობის იმიტაცია.
VI. ვადამდელი არჩევნები? ეგეც აწყობთ 2023 წელს მხოლოდ და მოქმედი კანონმდებლობით ანუ 120/30-ზე. კონსტიტუციის მიხედვით ეგრეა და აქ ვერაფერს შეედავები – იტყვიან რა გინდათ, რაც გვერჩითო.
სულ ეს არის მთელი ვითარება, რითაც ის პატიოსანი კაცი ჭკუიდან გადაყავთ”.წერს ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share