“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, თავს ისევ ოპოზიციას ესხმის და ამბობს, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
“უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიო, დავიწყებ [მიხეილ] სააკაშვილით, რომელსაც აქვს რამდენიმე განაჩენი და ის ემალება გამოძიებას როგორც მოგეხსენებათ. პირველი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე. ნიკანორ მელია, რომელსაც აქვს მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულზე, ის აკოტრებდა კერძო ბანკს. [გიგი] უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი.. და აღარ გავაგრძელებ, ხო. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაული არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერცერთი მათგანი ვერ ბედავს ვერცერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის, – ამბობს ირაკლი კობახიძე.