პრემიერმა განმარტა, თუ რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ.
„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში“.