“არ ვგეგმავთ Pfizer ვაქცინის დიდი ოდენობით შემოტანას” – ექიმებს კი აცრისკენ მოუწოდებენ

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის, ივანე ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობა არ შემოვა და ყველა დანარჩენი ვაქცინა იქნება Astrazeneca, ან ჩინური და ამერიკული ვაქცინები.

ჩხაიძე ამბობს, რომ აცრილი ექიმების რაოდენობა ძალიან დაბალია და თუ ასე გაგრძელდა,  სამიზნე მაჩვენებელს ქვეყანა ვერ მიაღწევს.

“ვფიქრობ, რომ დღეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა შემდეგ დღეებში, ჩვენ ვერანაირად ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, 668 არის ძალიან დაბალი, მაგრამ განსხვავება გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის, ცოტა ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს. ამ მხრივ რესურსი კიდევ გვაქვს, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის უსაფრთხო ვაქცინა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვგეგმავთ Pfizer ვაქცინის დიდი ოდენობით შემოტანას. ყველა დანარჩენი ვაქცინა, იქნება ან Astrazeneca, ან ჩინური, ან ამერიკული. მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია”, – ამბობს, ივანე ჩხაიძე, იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია, შესაბამისად არც მოსახლეობა და არც მედიკოსები ვაქცინას არ ენდობიან.

დარგის პსეციალისტების თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება და აცრილი ექიმების რაოდენობა არ გაიზრდება, ვაქცინაციაზე მოქალაქეებიც უარს იტყვიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share