“თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო”

 პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს   მიმართა: “თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო. ვითომ წუხართ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას თავის სამინისტრო ქონოდა. თქვენ ხართ კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არის უკულტურობა. ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს, განსაკუთრებით კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს”.-მიმართა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share