უნიკალური აღმოჩენის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვდარი ზღვის მიმდებარედ გრაგნილები (ძველი ხელნაწერი წიგნი, პაპირუსის ან პერგამენტის გრძელი ზოლ) იპოვეს, რომლებზეც ბიბლიური ტექსტებია დატანილი.
“ისრაელში არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მკვდარი ზღვის გრაგნილის ათობით ახალი ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ბიბლიური ტექსტი იყო დატანილი. ამ უნიკალური აღმოჩენას უდაბნოს გამოქვაბულში მიაგნეს. მათი ვარაუდით, გრაგნილები რომის წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყების დროს, თითქმის 1900 წლის წინ გადამალეს.
სავარაუდოდ, ეს ბარ კოჩბას აჯანყების დროს მოხდა, როცა შეიარაღებული ებრაული თემი რომის წინააღმდეგ, ადრიანეს იმპერატორობისას წავიდა, ჩვენი წელთაღრიცხვის 132 – 136 წლებში.
ბიბლიური ტექსტების აღმოჩენის ადგილს “საშინელებათა მღვიმე” ჰქვია, იქ 40 ადამიანის ჩონჩხიც იპოვეს, ასევე 12 მქადაგებლის ბერძნული ტექსტებიც აღმოაჩინეს.
ისრაელის ანტიკური ხანის კვლევის სააგენტოს ინფორმაციით, პერგამენტის ფრაგმენტები ზაქარიას და ნაუმის წიგნების ბერძნულ ტექსტს შეიცავს, ასევე თორმეტ მცირე ბერძნულ თარგმანს, წინასწარმეტყველებებს.
მღვიმე იერუსალიმის სამხრეთით, იუდეის უდაბნოში, შორეულ კანიონში მდებარეობს.” – წერს გამოცემა.