ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “კულტურის სფეროში არ მგონია, ვინმე იყოს ისეთი, რომ იმ დონის რესურსი და იმ დონის მხარდაჭერა, გინდაც ფინანსური, გამოეხატოს ჩვენი კულტურის დარგის მიმართ (როგორც ბიძინა ივანიშვილს). უამრავი თეატრი, ოპერის თეატრი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და უამრავი ჩამონათვალია მთელი რიგი კულტურის კრებისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაუყვედრებლად, თავმდაბლად იქნა აღორძინებული და გადარჩენილი”.-განაცხადა ვოლსკიმ.