საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებული კომენტარის დროს.
ნინო ქვრივიშვილის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა.
გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ. აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს” – ამბობს მსჯავრდებულის დედა