საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს:
“ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მცირე ბიზნესს გაუძვირა დენის გადასახადი 12-დან 32 თეთრამდე, ესე იგი, თითქმის 3-ჯერ მეტს დენისთვის ვიდრე აქამდე იხდიდა ყველა რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტი, პატარა საამქრო.
ეს იმის ფონზე, რომ ეკონომიკის კრიზისმა ისედაც წელში გატეხა, გაანადგურა და გაქრობის პირას მიიყვანა ამ საწარმოების უმეტესობა – და იცით რატომ ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოჭრა მილიარდი დოლარის ბიტკოინები უფასოდ, თითოეული თქვენგანის ხარჯზე, თითოეული მაღაზიის, რესტორნის, სავაჭრო ობიექტის და ახლა საიდანღაც ხომ უნდა ამოიღოს ფული და იღებს თქვენი ჯიბეებიდან!
დენის გაძვირების მთავარი მიზეზი შემდეგია.
ჩვენ დროს იყო შეწონილი ტარიფი. ანუ იაფიანი ჰიდრო ჰესების და ძვირიანი თბო და იმპორტი ერთიანდებოდა დადგინდებოდა საშუალო (შეწონილი) ტარიფი
ეს გააუქმეს და იაფი დენი თავისებს მისცეს და მხოლოდ ძვირი დაუტოვეს სხვებს.
ზუსტად ასევე ყველა ობიექტში არის ინტერესი – ნამახვანს აშენებს იმიტომ, რომ ჰაიდელბერგ ცემენტი აქცია მონოპოლისტად იყიდა და 250 მილიონ დოლარს აკეთებს მარტო ნამახვანზე და ბევრ სხვა ჰესში აქვს ჩადებული თავისი ინტერესი, მათ შორის თავისი ცემენტის გაყიდვით
და პირდაპირი წილის სახით.
ამ კაცს მიაჩნია, წინააღმდეგობა არ იქნება თქვენგან და მაინც გაუვა თავს ეს ყველაფერი. მე მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დაიცვან თავისი უფლებები – დინგში მოარტყან ამ მთავრობას! წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლომდე გადაგივლიან და გაგყრიან ქვეყნიდან!
ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები,იმაში, რაც არის სამართლიანი ამ უსამართლობის წინააღმდეგ!”-საუბრობს სააკაშვილი.