იარეთ ეხლა ოპოზიციამ ეთერ-ეთერ და იძახეთ, რიგგარეშე არჩევნებიო, პოლიტპატიმრების განთავისუფლებაო და ა.შ. ჯერ პირველ რიგში, დაჯექით მაგიდასთან და ერთმანეთთან ჩააწიკწიკეთ რა გინდათ, როგორ გინდა, რისთვის გინდათ, როდის გინდათ,ბ რამდენი გინდათ, რატომ გინდათ და ა.შ. მერე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, შეგნებულ, გააზრებულ, ადექვატურ, ადამიანურ, სამართლიან და გასაგებ ენაზე გააგებინეთ, რაც გვინდა ხალხს, რადგანაც ხელისუფლება დაყრუვდა, დაბრმავდა და დამუნჯდა, ან ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს და წადით რუსთაველის გამზირზე არსებულ ბაგა-ბაღში “პარლა-პონტში”, რადგანაც არაფერი პერსპექტივა არ აქვს მოჩვენებით მოლაპარაკებებს. ადამიანები ვინც არ ვაპირებთ მონობაში ცხოვრებას, გადავარჩინოთ სამშობლო და დავირაზმოდ უსამართლობის, ნეპოტიზმის და უკანონობის წინააღმდეგ-წერს რამიშვილი.