ლანჩხუთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ამის შესახებ მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციით ხდება ცნობილი:
,,სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ,,მედალფას“ კლინიკაში აიცრებიან.
ლანჩხუთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ექვემდებარებიან. დღეს პირველად ვაქცინა ,,მედალფას“ კლინიკის ექიმებმა: თამარ კუნჭულიამ და ვერიკო ჩიჩუამ გაიკეთეს. სამედიცინო სფეროში აცრის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ. აცრა ნებაყოფლობითია!” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.