შალვა ნათელაშვილმა დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონთან და “ოცნებასთან” შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, პირველ საკითხად არ განიხილება არც ვადამდელი არჩევნები და არც პოლიტპატიმერების გათავისუფლება და ეს მისთვის მიუღებელია.

სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლით და არა სახურავით. ჩვენ როცა დავიწყებთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხებს და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნა წინასწარ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად და ქვეყნის დამანგრევლად და ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე.. პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არჩევნების რიცხვის შემდეგ პირველი საკითხი. ეს არის დოკუმენტირებული შემოთავაზება, – ამბობს ნათელაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share