გურიის მოამბე

რა ძველ გურულ ამბავს ახსენებს “წარჩინებული” საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები კახა ჩავლეშვილს?

იურისტ კახა ჩავლეშვილს “წარჩინებული” საჯარო მოხელეები გურიაში მომხდარ ძველ ამბავს ახსენებს. ის ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

ძველ დროში გურიაში ქალის სათხოვნელად მისულ კაცს სასიმამრომ ერთი ტრადიციული კითხვა დაუსვა – რამე ხელობა თუ იცი ან და რაიმე თუ შეგიძლიაო. სასიძომაც გულწფელად უპასუხა – არაო.

ძაან კი უნდოდა ქალის გათხოვება მარა რა ექნა – ეუფ აი რა მითხარი არაფრის შემძლეს ქალს ვერ გაგატანო.

გაწბილებული სასიძოც უკან გამობრუნდა, ჭიშკართან მივლამდე თავისთვის ჩაილაპარაკა – თხაის დაკოდვა კი ვიცი მარა მაგას ხომ ვერ ვიტყოდიო. – სად გარბიხარ კაცო მოიცადე რაღაც კი შეგძლებიაო! დაუძახა „გახარებულმა“ სასიმარომ-წერს ჩავლეშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights