ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს პრეს სამსახურის უფროსს, ნათია ზედგინიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ ნათია ზედგინიძეს ახლო კონტაქტები, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰქონდა “ქართული ოცნების” კოორდინატორებთან ოზურგეთში, ის შვებულებაში იმყოფებოდა და მმართველი პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე პრემიერთან სურათებიც გადაიღო, შეხება ქონდა “ქართული ოცნების” როგორც შტაბის ხელმძღვანელობასთან, ასევე აქტივისტებთან.
არსებული რეგულაციებით “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბი მთლიანად თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია.
ჩვენ დილიდან ვუკავშირდებით ქალბატონ ნათიას თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.