ამ წუთებში ოზურგეთში, შემოქმედის თემში, სოფელ წითელმთაში, გირკელიძეების ორსართულიანი სახლი იწვის.ოჯახი სოციალურადდაუცველია.
ადგილზე იმყოფება სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც “გურიის მოამბეს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.