“საქართველო უნდა გადავარჩინოთ! საქართველო არის გადასარჩენი! არ მაინტერესებს არავის აზრი, მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება და ამიტომ მივაღწიეთ იმას რასაც მივაღწიეთ”,- საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველთან.
“მე საერთოდ არ მესმის, რა ორმხრივ კომპრომისებზე შეიძლება აქ საუბარი. ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი, მოიპარა არჩევნებ,ი რომელიც ყოველდღიურად ატერორებს ხალხს, რომელიც მუდმივად აწყობს პროვოკაციებს, რაც მთავარია უკიდურეს გაღატაკებამდე მიიყვანა საზოგადოება. არის კონკრეტული თემები, რომელზე ივანიშვილი ზის. გუშინ გაუძვირეს ჩვენ მცირე ბიზნესს დენის გადასახადი. მაღაზიის მეპატრონეებს, სასტუმროებს კაფეებს, რომლებიც ისედაც განადგურებულია კოვიდით, ამათ გაუძვირა და იაფი დენი წაიღო თავისთვის და თავის ბიტკოინებისთვის . მანქანების ნომრების გამოცვლა დაავალდებულეს ხალხს ამ კოვიდის დროს, ვითომ მეტი საქმე არ იყო და ეუბნებიან, რომ ყველამ უნდა გამოცვალოთ ნომრებიო. მილიონ ნახევარი მანქანააა და 75 ლარიანი ნომრები დაგვიმთავრდა და 250 ლარიანი ნომრებით უნდა გამოცვალოთო. არის წარმოუდგენელი კრიზისი და საერთოდ თითი არ გაუნძრევია.
ისე არავის არ ეზიზღება ქართველი ხალხი,როგორც ივანიშვილს. ივანიშვილის დროს უფრო მეტმა ქართველმა დატოვა საქართველო, ვიდრე ჩვენი ფეოდალები ყიდდენ ქართველ გოგო-ბიჭებს, მაშინ ამას დაჭირდა 60 წელიწადი და ივანიშვილის დროს ამას დაჭირდა 8 წელიწადი, 770 ათას ქართვ ელმა დატოვა საქართველო და ეხლა უნდა კიდე რომ მილიონი გავიდეს ქვეყნიდან.
ჩვენ გვაქვს საქმე ნამდვილ ურჩხულთან! საქართველოს დაუძინებელ მტერთან!
და ჩვენ გვაქს საქმე ადმიანთან, რომელსაც ან ყველაფერი უნდა ქონდეს ან კარგავს კონტროლს.
ივანიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლებთან და არ წერს განაჩენებს!
სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს!
სააკაშვილი არ ატერორებს და არ აგზავნის პოლიციას თავის შვილის გამო!
გაიხსენეთ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახის წევრები ვინმეს რამე თუ შეხვედრიათ თავის ცხოვრებაში და მე ჩემს მეგობრებთან ერთად ავაშენე ქართული სახელმწიფო და ესენი მიმდგარი არიან და ანგრევენ.
და მეორე მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში. აბა შემომიშვან ერთი და თანაბარ პირობებში ვიყოთ, გაჩვენებდით თუ სად იქნება ივანიშვილი რამდენიმე დღეში.
საქართველო უნდა გადავარჩინოთ! საქართველო არის გადასარჩენი! არ მაინტერესებს არავის აზრი, მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება და ამიტომ მივაღწიეთ იმას რასაც მივაღწიეთ.”-ისაუბრა სააკაშვილმა.