ჯო ბაიდენის მუქარა ვლადიმერ პუტინს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ლიდერი ინაუგურაციის შემდეგ ფაქტობრივად პირველ, საერთაშორისო მნიშვნელობის და უაღრესად სკანდალურ განცხადებას აკეთებს. თეთრი სახლის ლიდერი კრემლის ლიდერს მკვლელს უწოდებს და ამბობს, რომ პუტინი შესაბამისად დაისჯება. ჯო ბაიდენის ამ განცხადების ფორმალური საფუძველი ამერიკული დაზვერვის დასკვნა გახდა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთი და ირანიც აქტიურად ერეოდნენ ამერიკის არჩევნებში.
ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლიდა თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად, დადებითი პასუხი გასცა, შემდეგ კი დაამატა, რომ ამისთვის ის შესაბამის ფასს გადაიხდის.