“ბიძინა ყველა ბალახსა და ფოთოლშია. ის ცაშიცაა, მთაშიც, წყალშიც”…

ომით რომ ვერ დაგვიპყრო, სულგაყიდული ქართველების ხელით, ახლა უკვე ყალბი ვითომ ქართულ-ეროვნული იდეოლოგიით და ბევრი ადამიანის გულწრფელი ემოციების გამოყენებით ცდილობს ჩვენს დაპყრობას. დიდი სიფრთხილე გვმართებს , მით უმეტეს ამ აღრეულ გეო-პოლიტიკურ მდგომარეობაში. რუსი ოლიგარქი არსად წასულა ის გაიშალა, დაიშალა. ბიძინა ყველა ბალახსა და ფოთოლშია. ის ცაშიცა, მთაშიც, მიწაშიცაა და წყალშიც. ის ანგელოზიცაა, სატანაც და ანგელოზის ფრთებმოსხმული ეშმაც. მას კინტოს ფორმაც აცვია, კოსტიუმიც, უბრალო გლეხის სამოსიც და ჩოხაც… ის ყველგანაა, ყველაფერშია ქართული რომ გვგონია და სინამდვილეში რუსულია, ევროპული რომ გვგონია და ეგეც იქაურია, იმაშიც ბიძინაა.. გაქანებული ანტიდასავლური მოქმედებები და პროპაგანდაა ქართველობის სახელით… პ.ს. კონკრეტიკას არ ვაპირებ. ყველაფერი ხელის გულზეა. დედა აღარ ჰყავს ქვეყანას… “ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share