გეტყვით, – ორივეს სძულს იმის გაკეთება რაც წარმატებისთვის არის საჭირო, მაგრამ წარმატებულები მაინც აკეთებენ ამას. ჩვენი თითოეული საქციელის შეასაცვლელად პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ამ საქციელის გააზრება, გავაკონტროლოთ ის რისი შეცვლაც გვინდა. პირველ რიგში იწყებთ ყველაფრის ჩაწერას. დიეტას იწყებთ? ჩაიწერეთ ყველა დეტალი. სხეულის ფიგურის შეცვლა გსურთ? ჩაიწერეთ ყველა ვარჯიში, რომელსაც აკეთებთ. მეუღლესთან ურთიერთობის შეცვლა გინდათ? გაარკვიეთ როგორია მისი სიყვარულის ენა და ყოველ ჯერზე როცა კი რამეს აღმოაჩენთ, – ჩაინიშნეთ. თქვენ ასე გაიზარებთ თქვენს არამიზანმიმართულ მოქმედებებს და მიხვდებით,თუ როგორ შეცვალოთ ისინი. თქვენი თითოეული საქციელის გააზრება არის ცვლილებების დაწყების პირველი ეტაპი. მათი ჩაწერა კი აუცილებელია, თუ გსურთ რომ შედეგი მიიღოთ. მახსენდება ჩემ მენტორთან ჯიმ რონთან პირველი შეხვედრა. მან იკითხა, – რამდენს გინდათ გქონდეთ მეტი? ხელი ავწიე და ჩემ თავს ვუთხარი, რა თქმა უნდა მინდა მეტი – უფრო დიდი ბიზნესი, მეტი ფული… ეს ხომ ბუნებრივია … თან ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა – მე უკვე ვმუშაობდი დღეში 14-16 საათს, გამუდმებით მოქმედებაში ვიყავი, სამუშაოს ყოველ დღე თავს ვაკლავდი… კიდევ რა უნდა მექნა?! გავემზადე მისი საუბრის ჩასაწერად და ამ დროს მან თქვა – „თუ გინდათ გქონდეთ მეტი, თავად უნდა გახდეთ მეტი“. არასოდეს გამეგო ასეთი მიდგომა. თავისი ნათქვამის ახსნისას მან თქვა, რომ წარმატება არ არის ის რასაც უნდა მივსდევდეთ, რადგან რასაც მივსდევთ ის გაგვირბის, ეს იგივეა პეპლის დაჭერარომ სცადოთ, – ის გაგექცევათ. წარმატება შეგიძლიათ მიიზიდოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი პიროვნება გახდებით. სიტუაცია რომ შეიცვალოს, უკეთესი რომ გახდეს, თავად უნდა შეიცვალოთ და გახდეთ უკეთესი და როდესაც თავად განვითარდებით, ყველაფერი გაუმჯობესდება თქვენს გარშემო.
დარენ ჰარდი, ჟურნალ Success-ის დამფუძნებელი
jolo. ge