“მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი”

“სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში მე მგონია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ უფრო სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს არ გავრბივარ შუა საქმიდან”-ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე იმედის ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share