სულ მალე, ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე, ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.