სასამართლომ 15 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული 25 წლის მამაკაცი სასამართლომ 15 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ახლა ის სახლშია.
ბრალდებულმა გირაო უკვე გადაიხადა.
მომხდარზე საჯაროდ საუბარი არ სურთ არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის ოჯახის წევრებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დაკავებული წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დაეტოვებინათ. მიზეზად მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულების განადგურება დასახელდა.
არასრულწლოვნის ძმა კი, რომელიც დაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიაბრალდებული, ციხეში რჩება.
თელავში 2 კვირის წინ მომხდარი დანაშაულის დეტალები დღეს ხდება ცნობილი.