ეკატერინე ტიკარაძე-საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეს ილია მეორეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროპანგანდაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთrი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share