“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი ღამით გადაადგილების შეზღუდვაა”

სწორედ ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი. მოცემულ მომენტში, არსებული სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ეს შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭო მუდმივად განიხილავს ამ საკითხს, ჩვენ გავაგრძელებთ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვებას. ეს კომპლექსური საკითხია და, სამწუხაროდ, დღეს ამ შეზღუდვის მოხსნის კონკრეტულ თარიღებზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share