ტიკარაძე: ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა

“ეს [ანაფილაქსიური რეაქცია] არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას ან კონკრეტულად ასტრაზენეკას, ეს არის ერთერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ ასევე შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი.

ასევე ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ასტრაზენეკასთან მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევა, ამ 41 შემთხვევიდან არც ერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს.”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ახალციხეში 27 წლის ექთანთან დაკავშირებით.

გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share