როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა-პირველი კომენტარი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კომაში მყოფი ექთნის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება. ამის შესახებ რატიანმა ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ ისაუბრა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად, – თქვა ლევან რატიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share