პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა “ოცნებისა” და ოპოზიციის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრის გზებს.
“ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს, დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.. …მე დავბრუნდები დილით ბრიუსელში და მოვახსენებ ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს”, – აცხადებს დანიელსონი.