“ამ მოლაპარაკებების დროს, შოკისმომგვრელად გაშიშვლდა “ოცნება”

დაახლოებით 9 საათიანი მოლაპარაკება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ამისთვის მზაობას არ გამოხატავენ:
“მიმაჩნია რომ, ამ პროცესში ოპოზიცია გამოჩნდა როგორც კონსტრუქციული ძალა, რომელიც მზად იყო შეთანხმებისთვის. თუმცა არანაირი სურვილი და მზაობა არ იყო” ქართული ოცნების” მხრიდან.
ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ შეჩერდა. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რადგამ მმართველმა გუნდმა გამოავლინა ძალიან დიდი სიხისტე. საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად განვმუხტავთ ამ კრიზისს”-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
“თუ რამე აქვს ამ ყველაფერს დადებითი, არის ია, რომ სრულიად გაშიშვლდა” ქართული ოცნება”. მე მგონია, რომ ამ ადამიანებს ივანიშცილისგან აქვთ აკრძალული რამე გონიერ წინადადებას დათანხმდნენ” – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share