27 წლის ექთანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, მედიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს:
“ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ კიდევ 24 საათის შემდეგ, მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან ღამით მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სუნთქვის აპარატთან არის სინქრონში, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა”.