გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
თავად გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.