” თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს ” კ. გამსახურდია ამ კეთილ ძაღლს ნიცშე კი არა, მგონი გამსახურდიაც წაკითხული აქვს იცის რომ მშიშრების და მსტოვრების ქვეყანაა: სულ ერთ ადგილზე ჰკიდია შენი ევროპაც და შენი ამერიკაც. იცით რატო? იმიტომ რომ თქვენი იმედი აქვს! ჰო, ჰო თქვენი! გაკეკლუცებული პოლიტიკოსების, მიშას ჯიბრზე პიტალოდ ყოფნა რომ არჩიეთ!”-ასე გამოეხმაურა გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული თითქმის ათსაათიანი შეხვედრის უშედეგოდ დასრულებას საფრანგეთის-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი მდივანი, ნუგზარ სულაშვილი.