კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ასე ეხმაურება: “დღეს რაც ხდება კულტურის სამინისტროში, ზუსტად თეასნაირი სჭირდებოდა… კულტურის სამინისტრო არ არსებობს, მთლიანად დაშლილია და ზუსტად ისეთი პრინციპული ადამიანია საჭირო მინისტრად, როგორიც თეაა. თქვენ არ იცით იქ რა ხდებოდა – არც გვეძახდნენ, არავის აზრი აინტერესებდათ – თვითონ წყვეტდნენ ყველაფერს. ვიცი რაც ხდებოდა და ის ნაცნობობა, ტენდერების მოგება, თეასთან გამორიცხულია”.-ამბობს ოქიტაშვილი.