ჩუმად უნდა ყოფილიყო- ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილზე

მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ისურვებდა, რომ სააკაშვილი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დროს ჩუმად ყოფილიყო.

„მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას. მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს. სწორედ ამიტომ ვარ დამწუხრებული. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share