არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბუნებისდამცველი ირმა გორდელაძე, ვაკიჯვრის ჰესის მშენებლობის მომხრეების მცირე ჯგუფისგან, რომლებიც როგორც თავად აცხადებს, ჰესის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, პირადად მას და მის თანამოაზრეებს ემუქრებიან. ამის შესახებ გორდელაძემ დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა:
“ღიად ვაცხადებ.
ყველა მუქარა და შეურაცყოფა რომელიც ჩემი მისამართით მოდის… გურიაში ჰესების შენების მსურველი კომპანიების მიერ დაქირავებული პირებისაგან ….არ დარჩება რეაგირების გარეშე. ასევე მივცემთ მსვლელობას იმ მწვავე საკითხს როგორიცაა მოქალაქეთა დაშინება ან მოსყიდვის ფაქტები.
საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს გარემოს დაცვის საკითხებში, გამოავლინოს პრობლემა და იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
ძალიან რთული სიტუაციაა სოფელ ვაკიჯვარსა და ზემო სურებში.
ყველა ფაქტს: მუქარა, დაშინება, მოსყიდვა-მიეცემა რეაგირება და მივმართავთ შესაბამის ორგანოებს.
არავის არ ააქვს მოქალაქეთა დისკრიმინაციის უფლება. დაოკდით!” წერს გორდელაძე.
“გურიის მოამბე” ირმა გორდელაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით კომენტარი თხოვა:
” მომწერა ერთმა პიროვნებამ, რომელიც ვაკიჯვარში მოსახლეობის იმ მცირე ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც კავშირში არიან კომპანიასთან, რომელიც ჰესის მშენებლობითაა დაინტერესებული.-შენ შენს ლიხაურს მიხედე, აქ არ დაგინახოთ ამოსსულები. მათ მთელი სოფელი ჰყავთ შიშის ქვეშ და ხალხი ხმას ვერ იღებს, ეს ფაქტი ხშირად მოხდა. როდესაც ვიყავით იქ ასულები, გადმოდიოდნენ შეტევაზე, დაშინებით, მუქარით, შეურაცყოფებით. სკოპინგი როცა ჩატარდა სოფელში, ხალხი წინააღმდეგი იყო და დიდი არეულობა გამოიწვია. ყოფილი გუბერნატორის მოადგილეც იყო მაშინ პროექტის განხილვაზე და იქაც ეს ხალხი გადმოდიოდა პირდაპირ შეტევაზე, შენ ვინ გეკითხება და წადით აქედან.
იყო შემთხვევები სურებშიც, ოღონდ მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობები, მაგრამ მაინც ვაკიჯვარშია ამხელა წინააღმდეგობა ძირითადად.
გადაბირებების და მოსყიდვების მცდელობები არის, განსაკუთრებულად ჩემს მიმართ უფრო. ისედაც მთელი სოფელი ყავთ შიშის ქვეშ, როდესაც სოფლის 90%-ი წინააღმდეგია ჰესის მშენებლობის, მაინც აჩუმებენ და ჩუმად გვიჭერენ მხარს. ამიტომ ჩავრთეთ ექსპერტები და სამინისტრომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. ამ მუქარების მოწმე არის უამრავი ადამიანი, ვაკიჯვრის შეხვედრაზეც, სკოპინგზეც, ყოფილი გუბერნატორის მოადგილესთან შეხვედრაზეც და ახლა კიდე ეს მუქარები, შენ შენს სოფელს მიხედე, დაეტიე მანდ, აქ არ დაგინახოთ ამოსული. მიგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს, დამიკომენტარეს კიდეც.გრძელდება ჩემზე ზეწოლები გასაჩუმებლად,”- გვითხრა გორდელაძემ.