“ჩვენი მხრიდან სამზე მეტი მსხვილი კომპრომისი დაიდო,ოპოზიციის მხრიდან კი არც ერთი”

ჩვენი მხრიდან სამზე მეტი მსხვილი კომპრომისი დაიდო, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგმულა.

“მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, ვფიქრობ, მალე მომეცემა საშუალება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან, არა ერთი და ორი, არამედ სამი და მეტი მსხვილი კომპრომისული წინადადება იყო.

იყო პრინციპული საკითხები, სადაც სამართლის და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების წინააღმდეგ არ წავედით. ამაზე გაცილებით მეტი იყო ის კომპრომისული წინადადებები თავისი დეტალური ჩაშლით, რაზეც წარმოუდგენელი იყო უარის მიღება.

მათი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი არც ერთი არ გადმოდგმულა,”-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share