რუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგოებმა კონფლიქტი შეყვარებულის გამო დაიწყეს.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს.
დაჭრაში არასრულწლოვანი გოგო პოლიციის მიერ უკვე მხილებულია. ის დაშავებულის ნათესავია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.