გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაშიმიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 420 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი – 118 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც 64.9 მილიონი ადამიანია აცრილი. აშშ-სა და ჩინეთს ევროკავშირი მოჰყვება 55 მილიონი ვაქცინირებულით.
“Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 49.7%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.