ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმი არ ექვემდებარება ამ გაგებას იმ ვითარების და არ ექვემდებარება ჯერ ზეწოლას საკუთარი საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს. არ აქვს შეგნებული, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, როცა უზურპირებული ძალაუფლება, მოპარული არჩევნებით, პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით, რომლებიც ციხეში არიან, და საქართველოს სტრატეგიული კურსის ეროზიით თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც უნდა მიდიოდეს, და რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ წავა ამ მიმართულებით იმიტომ, რომ მისთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ეს ფასი არის ძალიან მძიმე ფასი ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, უსაფრთხოებაში. ამიტომ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და შემდეგ ამ ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ეს საშიში ძალა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამის აქტიური მონაწილე იქნება ამ პროცესის ყველა ეტაპზე, ისევე, როგორც ეს აქამდე იყო. და ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე, იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმ დოზით, ვისაც როგორ შეუძლია, პროტესტის გამოთქვა მშვიდობიანად, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ მიიღოს მონაწილეობა ყველა მშვიდობიან აქციაში და საბოლოოდ, 15 მაისის აქციაში, თბილისში.
ნება ახლაც არსებობს, უბრალოდ ამ ნების მშვიდობიანად, ოღონდ მწვავედ გამოხატვის აუცილებლობა და დადგა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის სხვანაირად არ სურს მიღება იმ ნების, რომლებიც აქვს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოკავშირეებს. ამიტომ გახდა ეს საჭირო, ამას შეიძლება დასჭირდეს და უკვე დასჭირდა მეტი დრო, ვიდრე მე ვისურვებდი, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ისურვებდნენ. ყველა დღე ამ კრიზისის და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის უმძიმეს ფასად უჯდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამას ალტერნატივა არ გააჩნია. არის ორი ინსტრუმენტი – ეს არის საზოგადოების მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი ქვეყნის შიგნით და ზეწოლა ქართველი ხალხის მოკავშირეებიდან ქვეყნის გარეთ.
მე ვთვლი, რომ თუ კი რამე კარგი მხარე აქვს ძალიან ცუდ ვითარებას, ცუდ და საშიშ ნაბიჯებს ივანიშვილის რეჟიმის, რაც ვიხილეთ ამ მოლაპარაკებებზე, ეს არის საქართველოს მხარდამჭერებისთვის, ვინც დისტანციიდან ქართული საზოგადოების მიღწევების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში განიხილავდნენ როგორც გამორჩეულ ქვეყანას და ეს ასეც იყო, ქართული საზოგადოების დამსახურებაა ეს და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ეს არის დამსახურება ყველაზე რთულ წლებში საქართველოს წინსვლის ქართველი ხალხის ნებისყოფით და ძალისხმევით, ვარდების რევოლუციის და შემდეგ ცვლილებების, მიუხედავად მძიმე ჩავარდნებისა და შემდეგ 2012 წელს მშვიდობიანი შეცვლის არჩევნების გზის, ამის გამო საქართველო იყო გამორჩეული, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერ ამას, ყველა მიღწევას უქმნის საფრთხეს ყოველდღე, მაგრამ საქართველოს მეგობრებისთვის მნიშვნელოვანია დაენახათ რამხელაა ეს საფრთხე და შემდეგ ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი გამოეყენებინათ…