“ფრთხილად! ნუ ეთამაშებით ღვთისმშობლის ქვეყანას”

*ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ვერავინ მიისაკუთრებს,
ვერც რუსეთი,ვერც ამერიკა და ვერც ევროპა!

*ვინც ქრისტეს ქვეყანაზე მახვილი აღმართა, მახვილითვე დაეცემა!
*ღმერთი აღადგენს დიდ საქართველოს!
*საქართველო არავის უღელს არ დაიდგამს!
*საქართველოში წესრიგს ღმერთი დაამყარებს!

*ის გაწუხებთ, რას იტყვის ჩვენზე ევროპა და ამერიკა?
ის რატომ არ გაწუხებთ _ რას იტყვის ჩვენზე ღმერთი?!

*ქუჯისა და ფარნავაზის, დიდი დავითისა და ბრწყინვალე გიორგის ქვეყანას თქვენ ეპატრონებით?! თქვენ ასწავლით ერს, საითაა ცივილიზაცია?!

*ცივილიზაცია ჩვენ მივეცით ევროპასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, მალე გამოჩნდება კოლხეთ-იბერიის ძველი დიდება!

*არ გაცვეთილა ილორის წმინდა გიორგის მახვილი!
*სატანის მსოფლიო წესრიგს ვერ დაამყარებთ საქართველოში!
დიდია ღმერთი…!

*ფ რ თ ხ ი ლ ა დ ! ნუ ეთამაშებით ღვთისმშობლის ქვეყანას!
თქვენ ამ ქვეყანას ვერც იყიდით, ვერც გაყიდით, ვერც დამოძღვრავთ და ვერც დაიმონებთ!

*საქართველო რომ მართოთ, ღმერთისგან უნდა გქონდეთ კურთხევა! სული და გული უნდა გქონდეთ ქართული!

ღმერთმა გაკურთხოს, ქართველო!
ღმერთის რჩეულო ერო,
მხნედ იყავი და გაძლიერდი! რამეთუ ახლოა ღვთის სამართალი!”

/ დეკანოზი ლეონტი ჟვანია /

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share