ოლიგარქი ფსევდო ოპოზიციას ქმნის?- ჩხარტიშვილი – გახარიას ახალი პარტია

“შაბათის მთავარისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ვანო ჩხარტიშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ოცნების ფსევდო ოპოზიცია უნდა გახდეს.

ჩხარტიშვილი- გახარიას ახალ პარტიის შექმნაზე მოლაპარაკებებს ივანიშვილის გარეშე არ ჩაუვლია.

ახალი პარტიის სამიზნე ჯგუფად ოლიგარქმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აირჩია. რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ვინ დათანხმდება ივანიშვილის ახალი შვილობილი პარტიის წევრობას არავინ იცის.

“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, შეთავაზების შემდეგ ადამიანები დააიმედეს, რომ ძლიერები არიან,  ფულიც აქვთ და ტელევიზიაც.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე,  ერთ ერთი პირველია ვისზეც მედია საუბრობდა, რომ ქართული ოცნებიდან დისტანცირებისთვის ეძებდა გზებს. დედაქალაქის მერი პოლიტიკურ გეგმებზე კითხვას არ გაურბის, თუმცა კონკრეტული დეტალების თქმას ერიდება.

ვინ შეასრულებს მესამე ძალის ფუნქციას? ახლა კალაძისა და გახარიას გუნდებს ამაზე დავა ექნებათ. როგორ გადაინაწილებენ ქართული ოცნების ნარჩენებს, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის რისი შეთავაზების შესაძლებლობა ექნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: