ანსამბლი წევრების გარეშე, რომელთა ხელფასებშიც 441.9 ათასია დახარჯული

სახელმწიფო აუდიტის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავს.

როგორც აუდიტში ვკითხულობთ, ხელშეკრულება გაფორმებულია მომღერალთა ანსამბლ აისელების ხელმძღვანელთან. პასუხისმგებელი პირები კი განმარტავენ, რომ მომღერლების გარეშე ანსამბლი იმის გამო დარჩა, რომ არის თაობათა ცვლა და ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1 052 700 ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია — 441,9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share