“მუდმივი კითხვა რითი უნდა შეიცვალოს? – რასაკვირველია, უკეთესით!
ამ უკეთეს ქმნის უკეთესი, ძლიერი და პასუხისმგებლობის მატარებელი საზოგადოება”.
ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში Faceebook წერს.
“პოლიტიკური კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება თუ ცვლილებები არ მოხდება!
მმართველ პარტიას არანაირი რესურსი ცვლილებების აღარ აქვს, გამოიფიტა, შეერწყა წარსულის ყველა მანკიერ „ტრადიციას” და დაუშვებელი მეთოდები დასაშვებად აქცია. კორუფციაშია ჩაფლული სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლები და არანაირი განცდა სახელმწიფო ინტერესების დაცვის არ აქვთ.
მუდმივი კითხვა რითი უნდა შეიცვალოს? – რასაკვირველია, უკეთესით!
ამ უკეთეს ქმნის უკეთესი, ძლიერი და პასუხისმგებლობის მატარებელი საზოგადოება.
საზოგადოება, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, არ იღლება ამ ბრძოლაში და შეუძლია ცვლილებები.
შეგუება იმის, რასაც ვხედავთ – ნიშნავს იყო თანამონაწილე…
არ შევეგუოთ, ვიბრძოლოთ, შევცვალოთ!!!” – წერს ეკა ბესელია.